ვიზიტი კომპანია „ბარსის“ საწარმოში

30 იანვარს გურთიადის მმართველი საბჭო ეწვია ბატონ ჰაქან იავუზს, რომელმაც 1998 წელს დაიწყო მოღვაწეობა თბილისში, ლითონდამუშავებისა და სამშენებლო მასალების წარმოებაში. ვიზიტი გაიმართა კომპანია „ბარსის“ საწარმოში, რომელიც განთავსებულია 20 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე.
 ბატონი ჰაქანი და მისი გუნდი თბილისსა და თურქეთში ფლობს რიგ კომპანიებს შესაბამის სფეროში: Geo Bars (ვაჭრობა), Bars Mekatronik (წარმოება) და Re Group თურქეთში (ვაჭრობა).
შეხვედრის ფარგლებში ბატონმა ჰაქანმა და მისმა გუნდმა საბჭოს წევრებს მიაწოდეს შემდეგი რეკომენდაციები:
 ასოციაციის მხრიდან შესაბამისი ლობირების განხორცილება საზღვარგარეთ მოღვაწე თურქი ბიზნესმენებისათვის მწვანე პასპორტის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით
 ასოციაციის შიგნით სექტორული სამუშაო ჯგუფების შექმნა და მოქმედებაში მოყვანა
 განათლების, ციფრული მარკეტინგისა და ელექტრონული ვაჭრობის საკითხებში საერთო პლატფორმის შექმნა
 ასოციაციის ნეიტრალური და აპოლიტიკური პოზიციის გაგრძელება და საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო/ კულტურული ურთიერთობების განვითარებაში მისი როლის გაზრდა
ასოციაციის მმართველი საბჭოს სახელით მადლობას ვუხდით ბატონ ჰაქან იავუზსა და ბატონ ბაიბარს იავუზს გულთბილი დამოკიდებულებისათვის და წარმატებებს ვუსურვებთ მას მომავალში