გურთიადის მიერ გამოცემული წიგნაკის პრეზენტაცია

2024 წლის 19 აპრილს სასტუმრო Swissôtel-ში გაიმართა საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის მიერ გამოცემული თურქულ-ინგლისური წიგნაკის: „საქართველოში სახელმწიფო დახმარების პროგრამები და მათი იმპლემენტაცია“ პრეზენტაცია და კოქტეილის საღამო. ღონისძიებას დაესწრო თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ბატონი ალი ქაან ორბაი.

ბატონმა ელჩმა გახსნით სიტყვაში მიმოიხილა საქართველო-თურქეთის სავაჭრო ურთიერთობები და ხაზი გაუსვა ამ მრავლისმომცველი წიგნაკის დიდ მნიშვნელობას ორმხრივ ურთიერთობებში.

გახსნითი სიტყვის შემდეგ, წიგნაკის გამოცემაში სპონსორობის გაწევისათვის კრისტალის ჯილდო გადაეცათ კომპანია ბეკოს, ბორუსანისა და ნუროლის დირექტორებს.

გურთიადის სახელით მადლობას ვუხდით სპონსორებსა და ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს.